ბიზნეს პირობები

/assets/uploads/files/STANDARD TRADING CONDITIONS GEO.pdf

I თანამშრომლობის ძირითადი პრინციპები

 

1.აღნიშნული წესები ეხება პორტსა და ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალში, შემდგომში მოხსენებული როგორც ბსსტ, საზღვაო გადაზიდვებში მონაწილე ყველა სუბიექტს.

 

2.წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული წესების გარდა მხარეთა მიერ დადებული გარიგებები, შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებები უნდა იყოს მისაღები იმის გათვალისწინებით, რომ არ იყოს წინააღმდეგობაში მოქმედ წესებთან და არ აფერხებდეს ბსსტ-ში საზღვაო გადაზიდვებში მონაწილე დანარჩენ მონაწილეთა თანამშრომლობას.

 

3.წინამდებარე წესების პირობები, რომლებიც ვრცელდება კლიენტებზე, ასევე ეხება კლიენტის სახელით მოქმედ ან მასთან სხვაგვარად დაკავშირებულ პირებს.

 

4.ცალკეული კლიენტების ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში ან სხვა გამონაკლის შემთხვევებში, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ ოპერაციის წარმოების გზებზე და პერიოდებზე, მონაწილე მხარეებისათვის წინასწარი შეტყობინების შემდგომ, ძალაშია ბსსტ-ს მენეჯმენტის გადაწყვეტილება.

 

5.კონტეინერების/ნახევრად ტრაილერების, ვაგონების, სატვირთო მანქანების, გენერალური ტვირთისა და სხვა სახის ტვირთის გადმოტვირთვასა და დამუშავებაში მონაწილე მხარეები ბსსტ-ში პასუხისმგებლები არიან დაგეგმონ ოპერაციები ტვირთის, გემებისა და სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების ეფექტურად მომსახურეობის გათვალისწინებით.

 

6.ყველა მხარე ვალდებულია წინამდებარე წესების ფარგლებში მიაწოდოს ერთმანეთს დაკვეთილი სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტები.

 

 

7.ბსსტ-ის მიერ შეთავაზებული ყველა სახის მომსახურების კომერციული კუთხით გადაწყვეტის ძირითადი საფუძველია:

 

ა) ‘ბსსტ-ის სტანდარტული ტარიფები’

ბ) მხარეთა შორის დადებული კომერციული ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ასევე მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები.

 

8.ბსსტ მომსახურების გაწევამდე ითხოვს საბანკო გარანტიას ან წინასწარ გადახდას.

 

9.ორმხრივი ვალდებულებების გაქვითვა შესაძლებელია ბსსტ-ს მიერ კლიენტის მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის/დებიტ-ნოტის წერილობითი დადასტურების შემდეგ. წერილობითი თანხმობის გაცემამდე კლიენტი არ თავისუფლდება ვალდებულებისაგან გადაიხადოს ბსსტ-ს ინვოისი დროულად, მითითებული თანხის სრული მოცულობით.

 

10.კლიენტმა ბსსტ-ს უნდა გადაუხადოს შეკვეთილი მომსახურების საფასური თუკი სხვა რამ არ არის შეთანხმებული მხარეთა მიერ.

 

11.ბსსტ-ს მიერ მომსახურეობის გაწევა ხდება კლიენტის მიერ წარმოდგენილი სამუშაოს წერილობითი სეკვეთით ან კლიენტის მიერ ბსსტ-ს კომპიუტერულ სისტემაში მონაცემების განთავსების შემდეგ.

 

12.შეტყობინებები, მოთხოვნები და გემებთან, მატარებელთან ან სატვირთო ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას წერილობით ან ელ-ფოსტის მეშვეობით ბსსტ-ს საოპერაციო განყოფილების შესაბამისი პერსონალისათვის.

 

13.დეტალური საოპერაციო ინსტრუქციები ანგარიშებისა და ბსსტ-სათვის მომსახურების შეკვეთის შესახებ აღწერილია ცალკე დოკუმენტში, სახელწოდებით - ტერმინალის პროცედურები.  

 

14.კლიენტი ვალდებულია აცნობოს ბსსტ-ს დამატებითი მომსახურებისა და ოპერაციების შესახებ, რომელსაც ასრულებს სხვა ოეგანიზაციები და კომპანიები ბსსტ-ს მიერ შესრულებულ ოპერაციებთან ერთად.

 

15.ბსსტ იტოვებს უფლებას შეცვალოს ოპერაციების გეგმა.

 

16.ბსსტ ახორციელებს შემოსული და გასული კონტეინერების/ტრაილერების ტექნიკური მდგომარეობის გარეგან შეფასებას გვერდითი კედლების ვიზუალური დათვალიერებით შიგთავსის შემოწმების გარეშე და ადასტურებს/აახლებს ლუქის ნომერს.

 

17.ბსსტ-ს შეუძლია დალუქოს გემიდან გადმოტვირთული მთლიანი კონტეინერი, რომელსაც არ გააჩნია დამღა. ასეთი ლუქი მისაღები უნდა იყოს ყველა მონაქილე მხარისთვის.

 

18.კლიენტი ფარავს განბაჟებისათვის საჭირო ყველა ხარჯებს ჯარიმების ჩათვლით.

 

19.იმ შემთხვევაში თუკი ბსსტ-სთვის გახდება ცნობილი სახელმწიფო ორგანოების მიერ ტვირთთან დაკავშირებული ჯარიმების შესახებ, მას უფლება აქვს მოითხოვოს ჯარიმის სავარაუდო თანხის გადახდა ტვირთის ტერმინალიდან გაშვებამდე. კლიენტი ვალდებულია სრულად დაფაროს ბსსტ-ს ჯარიმასთან დაკავშირებული ხარჯები. კლიენტი უფლებას აძლევს ბსსტ-ს დააკავოს ტვირთი ან სატრანსპორტო საშუალება ყველა საკითხის გარკვევამდე და ხარჯების დაფარვამდე.

 

20.ყველანაირი ტვირთის მოძრაობა ბსსტ-ს საბაჟო საწყობში უნდა მოხდეს საბაჟო ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ. ბსსტ-ში შენახული ყველანაირი ტვირთი არის სახელმწიფო პოლიციის დეპარტამენტის ზედამხედველობის საგანი.

 

21.კლიენტი (მაგ. აგენტი ან ფორვარდერი), რომელსაც დასაწყობებული აქვს საქონელი ბსსტ-ში ზოგადი დეკლარირების საფუძველზე ვალდებულია მოაგვაროს ამ ტვირთთან დაკავშირებული ყველა საჭირო ფორმალობები რათა შეთანხმდეს საბაჟოს მიერ  განისაზღვრული მიმართულება ან რეჟიმი შემდეგ ვადებში:

 

ა) საქონლის ზოგადი დეკლალირებიდან 90 დღის განმავლობაში თუკი ტვირტი შემოტანილია საზღვაო გზით;

ბ) საქონლის ზოგადი დეკლალირებიდან 65 დღის განმავლობაში თუკი ტვირთი შემოტანილია არასაზღვაო გზით.

 

22.ბსსტ-სთვის კლიენტის მიერ თანხის გადახდის დაგვიანება ან წინამდებარე წესების შეუსრულებლობა უფლებას აძლევს ბსსტ-ს დაუყოვნებლის შეაჩეროს ბსსტ-სა და კლიენტის შორის შემდგარი ყველა დამატებითი შეთანხმებები და ამასთანავე შეაყოვნოს კლიენტისაგან  დაკვეთების მიღება ან თავი შეიკავოს კლიენტისათვის შემდეგი მომსახურების გაწევისაგან.

 

23.ყველა სადავო საკითხი რომელიც შეიძლება წარმოიშვას კლიენტსა და ბსსტ-ს შორის ხელშეკრულების დადების, განმარტების და მისი შესრულების საფუძველზე, გადაწყვეტილი იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საერთო სასამართლოების მეშვეობით ბსსტ-ს რეგისტრირებული იურიდიული ადგილსამყოფელის მიხედვით.

 

II გემების მომსახურება

 

ა. ზოგადი პრინციპები

 

1.ბსსტ ნაპირთან მიდგომის ნებას რთავს შემდეგი წესებით:

 

ა) მომსახურების უპირატესობა აქვთ პირველად შემოსულისათვის.

ბ) საოპერაციო მოთხოვნების ან ბსსტ-ს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების შესაბამისად.

ნებისმიერ შემთხვევაში ბსსტ-ში შემოსული გემი მზად უნდა იყოს ოპერაციისათვის.

 

2.გემმა შეიძლება პრეტენზია გამოთქვას ნავმისადგომთან დაყენების უპირატესობაზე თუკი 6 თვის მიმოსვლის განრიგის მონაცემები წარდგენილია და შეთანხმებულია ბსსტ-თან. მსგავს განრიგში ცვლილებები ნავმისადგომთან დაყენების უპირატესობის უფლება გაუქმებულად ითვლება.

 

3.გემის ტვირთის დამუშავების მოწყობილობები, რამაც შეიძლება დააჩქაროს გემის მომსახურება უნდა იყოს გამართულ ტექნიკურ მდგომარეობაში მოქმედი სერტიფიკატის შესაბამისად.

 

4.გემის მოვალეობას წარმოადგენს გახსნას და დაკეტოს ლუქები და უზრუნველყოს საჭირო რაოდენობის, გამართულ მდგომარეობაში მყოფი მისაბმელი მოწყობილობების ქონა ადგილზე.

 

5.კლიენტი იღებს ვალდებულებას დაუყოვნებლივ აცნობოს ბსსტ-ს გემის ტექნიკური გაუმართაობის ან სირთულეების შესახებ, როგორც კი ამის შესახებ მისთვის გახდება ცნობილი.

 

6.გემის ან ტვირთის ნებისმიერი დაზიანების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბსსტ-ს, არაუგვიანეს დაზიანებისას მომუშავე ცვლის დასრულებისა. გემის ხელმძღვანელობამ უნდა წარუდგინოს ბსსტ-ს დაზიანებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი დაზიანება და მისი მიზეზი ნათლადაა დადასტურებული ბსსტ-ს მიერ აღნიშნულ დაზიანების ანგარიშში. ბსსტ უფლებას იტოვებს გამოიძახოს დამოუკიდებელი ინსპექტორი რომელიც მოქმედებს მისი მზღვეველის სახელით.

 

7.ბსსტ-მ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს გემის ხელმძღვანელობას და აგენტს, ბსსტ-ს კუთვნილი ტვირთის დასამუშავებელი მოწყობილობის დაზიანების შესახებ, თუკი ის გამოწვეულია გემის მიზეზით.

 

8.ბსსტ დაუყოვნებლის უნდა აცნობოს ბათუმის საზღვაო ნავსადგურს, ბათუმის პორტის კაპიტნის სამსახურს, გემის ხელმძღვანელობას და მის აგენტს გემის მიზეზით ნავმისადგომის დაზიანების შემთხვევაში.

 

 

. გემის ოპერაციები

 

1.კლიენტი იღებს ვალდებულებას რომ აცნობოს ბსსტ-ს გემის შემოსვლის შესახებ შემდეგნაირად:

ა) კვირის შეტყობინება (ჩამოსვლის სავარაუდო დრო, ზოგადი ინფორმაცია ტვირთზე და გემის მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია)

ბ) დღიური შეტყობინება 36, 24, 12 საათით ადრე (ჩამოსვლის სავარაუდო დრო და ყველა შესაბამისი ინფორმაცია გემის შემოსვლის/ტვირტის შესახებ)

 

ბსსტ გეგმავს ოპერაციებს გადმოტვირთვა/დატვირთვის ინფორმაციების მიხედვით, რომელიც მოცემულია 36 საათიან შეტყობინებაში. მოგვიანებით გაკეთებული ცვლილებები შეთანხმებული უნდა იქნას ბსსტ-სთან.

 

2.ბსსტ კლიენთან შეთანხმებით გეგმავს გემის დამუშავებას:

 

ა) სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი- წინა დრის 12 საათამდე.

ბ) შაბათი, კვირა, ორშაბათი- პარასკევს 12 საათამდე.

გ) ოფიციალური დასვენების დღეები - წინა სამუშაო დღის 12 საათამდე.

 

3.კლიენტის მიერ გემს დამუშავების გეგმის გაუქმება:

 

ა) ოპერაციები შეკვეთილი სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი დღეებისათვის -წინა დღის 12 საათამდე.

ბ) ოპერაციები შეკვეთილი კვირა და ორშაბათი დღეებისათვის-12 საათით ადრე ცვლის დაწყებამდე.

 

4.ტვირთის მიწოდების შეწყვეტის დრო არის 12 საათით ადრე ოპერაციის დაწყებამდე.

 

5.კლიენტი იღებს ვალდებულებას მიაწოდოს ბსსტ-ს ყველა საჭირო დოკუმენტაცია, საბუთები და ელექტრონული ფაილები (დატვირთვა/გადმოტვირთვის განრიგი, მანიფესტის, დასაწყობების გეგმის და სხვ.  ჩათვლით) გემის დამუშავების დაწებამდე არა უგვიანეს 12 საათით ადრე.

 

6.გემის დაგვიანებით ჩამოსვლისას, ან იმ შემთხვევაში თუკი გემი მზად  არ არის დაგეგმილი მომსახურების მიღებისათვის, კლიენტი პასუხისმგებელია მოცდენის ხარჯებისათვის.

 

7.ბსსტ ნებას დართავს გემზე ეკიპაჟის ან მესამე მხარის მიერ შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარებას, მომარაგებას ან საწვავით შევსებას თუკი ასეთი სამუშაოები არ აყოვნებს ოპერაციებს. ნებისმიერ შემთხვევაში ყველა სახის გემის სამუშაოები და/ან მომსახურება წინასწარ უნდა შეთანხმდეს ბსსტ-თან.

 

III სახმელეთო ოპერაციები

 

კონტეინერები და გენერალური ტვირთი

 

1.სავსე კონტეინერს ბსსტ-ში მიღებისას უნდა ქონდეს ნომრიანი ლუქი რომლის ფორმა, მდგომარეობა და ადგილი უნდა უზრუნველყოფდეს სათანადო უსაფრთხოებას და დაცვას.

 

2.ბსსტ-დან კონტეინერის, ტრაილერის შენახვის/მიღების შემთხვევაში თუკი აღმოჩენილი იქნება: დანაკლისი, დაზიანება, ტექნიკური მდგომარეობის, ნიშნებისა და ლუქის განსხვავება საწყის მდგომარეობასთან შედარებით, მხარეები თანხმდებიან საკითხის მოგვარების მეთოდებზე. ზემოთხსენებული შეთანხმების გარეშე კონტეინერების, ნახევრად ტრაილერების მიღება, ათავისუფლებს ბსსტ-ს პასუხისმგებლობისა და შესაბამისი შედეგებისაგან.

 

 

3.კლიენტი აწვდის ბსსტ-ს, ბათუმის პორტის კაპიტნის და ბათუმის საზღვაო პორტის წერილობით თანხმობას IMO 1, 6.2 და 7 კლასის საშიში ტვირთის გადმოსატვირთად, ბსსტ-ში საშიში ტვირთის შემოტანის დროს, გარდა ცისტერნებისა. დოკუმენტები და საშიში ტვირთის პრაქტიკული მოთხოვნები უნდა შეესაბამებოდეს IMDG და „პორტში საშიში ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებული საქმიანობის“ დებულებებს.

 

4.ბსსტ იტოვებს უფლებას უარი თქვას იმ ტვირთის მიღებაზე, რომლის მდგომარეობაც ეჭვს ბადებს მის უსაფრთხო  შენახვასთან დაკავშირებით. (ეს ასევე ეხება არსებულ ლუქებსა და საკეტებს).

 

 

5.დაზიანებული ან არასათანადოდ მარკირებული (წონის, ზომის, სიმძიმის ცენტრის, მოჭიდების წერტილების მითითების გარეშე) ტვირთის მიღების შემთხვევაში კლიენტი, ბსსტ-ს მოთხოვნის შესაბამისად, ვალდებულია წარმოადგინოს ზემოთხსენებული ტვირთის დამუშავების პროცედურა და/ან შეავსოს ნაკლული ნაწილები და მარკირება.

 

6.კლიენტი იღებს ვალდებულებას გააკეთოს განსაკუთრებული სერვისის განაცხადი (მაგ. სტრიპინგი-განხსნა) წინა დღის 18 საათამდე.

 

 

7.კლიენტის მიერ მომსახურების გეგმის გაუქმება ან ცვლილება ბსსტ-ს უნდა ეცნობოს წინა დღის 22 საათამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში კლიენტი გაიღებს მუშახელისა და ტექნიკის მოცდენის ხარჯებს.

 

8.სამუშაო ცვლის დასრულებამდე კლიენტის მიერ შეკვეთის შესრულების გაუქმება, ბსსტ-ს მიერ ჩაითვლება რეზერვირების გარეშე მომსახურების დასრულების თაობაზე თანხმობად.

 

 

სარკინიგზო ოპერაციები

 

1.ბსსტ ახორციელებს სარკინიგზო ტვირთის მომსახურებას ბსსტ-ს გეგმის შესაბამისად სარკინიგზო ოპერატორთან შეთანხმებით.

 

2.სარკინიგზო ოპერატორს ჰყავს ბსსტ-ს კლიენტებთან მომსახურების პროვაიდერი, ის ორგანიზებას უკეთებს და პასუხისმგებელია სარკინიგზო ვაგონებისა და ტვირთის ბრუნვაზე ტერმინალში.

 

 

3.სარკინიგზო ოპერატორი, შემდგომში წოდებული როგორც კლიენტი იღებს პასუხისმგებლობას აცნობოს ბსსტ-ს მათი მატარებლის შემოსვლის შესახებ შემდეგნაირად:

ა) კვირეული შეტყობინება-ჩამოსვლის სავარაუდო დრო, ტვირთისა და ვაგონის შესახებ საწყისი ინფორმაცია, მატარებლის მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია.

ბ) დღიური შეტყობინება- მატარებლისა და ტვირთის შესახებ დეტალური ინფორმაცია 36, 24 და 12 საათით ადრე. 

ბსსტ გეგმავს ოპერაციებს იმ ინფორმაციების მიხედვით, რომელიც მოცემულია 36 საათიან შეტყობინებაში. მოგვიანებით გაკეთებული ცვლილებები შეთანხმებული უნდა იქნას ბსსტ-თან.

 

4.ბსსტ კლიენთან შეთანხმებით გეგმავს მატარებლის დამუშავებას:

 

ა) სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი- წინა დღის 12 საათამდე

ბ) შაბათი, კვირა, ორშაბათი- პარასკევის 12 საათამდე

გ) ოფიციალურ დასვენების დღეები- წინა სამუშო დღის 12 საათამდე.

 

5.კლიენტის მიერ მატარებლის მომსახურების გეგმის გაუქმება:

 

ა) ოპერაციები შეკვეთილი სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშბათი, პარასკევი და შაბათი დღეებისათვის - წინა დღის 12 საათამდე.

ბ) ოპერაციები შეკვეთილი კვირა და ორშაბათი დღეებისათვის -12 საათით ადრე ცვლის დაწყებამდე.

 

6.ტვირთის მიწოდების შეწყვეტის დრო არის 8 საათით ადრე ოპერაციის დაწყებამდე.

 

7.კლიენტი იღებს მოცდენის ხარჯებზე პასუხისმგებლობას მატარებლის დაგვიანებით შამოსვლისას ან იმ შემთხვევაში თუკი მატარებელი მზად არ არის დაგეგმილი სერვისისათვის.

 

 

8.კლიენტი იღებს ვალდებულებას მიაწოდოს ბსსტ-ს ყველა საჭირო დოკუმენტაცია სარკინიგზო ოპერაციების დაწყებამდე არა უგვიანეს 12 საათით ადრე.

 

9.მომსახურება არ გაეწევა იმ ტვირთსა ან სარკინიგზო ვაგონებს, რომელთა შესახებაც არ იქნება სათანადო ინფორმაცია ტერმინალის საოპერაციო სისტემაში.

 

10.ბსსტ აკონტროლებს სარკინიგზო ვაგონების შეყვანა გამოყვანის თანმიმდევრობას და უპირატესობას, მაგრამ პასუხისმგებელი არ არის მათ მიღებაზე ან გაშვებაზე.

 

11.ზემოთხსენებული წესების წარდგენის შემდეგ, სარკინიგზო ვაგონების ნებისმიერი ტრადიციული და/ან ჩვეული მომსახურების დრო ძალას კარგავს.

 

 

IV პასუხისმგებლობის ფარგლები

 

ა. ბსსტ-ს პასუხისმგებლობა

 

1.ბსსტ-ს პასუხისმგებლობა მოიცავს ინ პრეტენზიებს რომელიც გამოწვეულია ბსსტ-ს მხრიდან არასათანადო ქმედებით ან უმოქმედობით. ბსსტ პასუხისმგებელი არ არის ნებისმიერ ირიბ დაზიანებაზე ან დაკარგვაზე რომელიც განიცადა კლიენტმა.

 

2.პრეტენზია ზიანის თაობაზე არ უნდა აღემატებოდეს დაზიანებული ან დაკარგული ტვირთის საშუალო ღირებულებას..

 

3.სახელმწიფო ადმინისტრაციული სტრუქტურების მიერ საქონლის დაკარგვა ან ამცირებს ბსსტ-ს მოთხოვნის ოდენობას კლიენტების მიმართ ტვირთის შენახვის თაობაზე.

 

ბ.ბსსტ-ს პასუხისმგებლობის გამონაკლისი შემთხვევები

 

1.ბსსტ პასუხისმგებელი არ არის:

 

ა. ფორს მაჟორით, ბუნებრივი კატასტროფებით ან სხვა ბუნებრივი მოვლენებით, ასევე ბსსტ-ში და/ან კონტრაქტორ მხარეებში მომხდარი გაფიცვით გამოწვეულ დაზიანებაზე ან დანაკარგზე.

ბ. დანაკარგი რომელიც გამოწვეულია გემის და/ან სახმელეთო ტრანსპორტის არადროულად ჩემოსვლით.

გ. ამინდის პირობებისადმი მგრძნობიარე ტვირთის მდგომარეობაზე, კლიენტის მოთხოვნით ან თანხმობით, გარეთ შენახვის შემთხვევაში.

დ. ბსსტ-დან გამოგზავნის ორიგინალი ლუქით მიღებულ კონტეინერში ან ნახევრად ტრაილერში მოთავსებულ ტვირთის დაზიანებაზე ან დანაკლისზე, რომელზეც საბოლოოდ გაკეთებულია კლიენტის ან კლიენტის სახელით მოქმედი ინსპექტორის ლუქი, საქონლის მიმართ კომპანიის მიერ ჩატარებული ოპერაციების შემდეგ (როგორიცაა ნიმუშების აღება, სანიტარული შემოწმება, განბაჟება და ა.შ)

ე. ექსპორტისათვის განკუთვნილი კონტეინერის/ან ნახევრად ტრაილერის შიგთავსის დაზიანებაზე ან დანაკლისზე, გამომგზავნის ლუქის გატეხვის/დაზიანების შემთხვევაში ოპერატორის ან საბაჟოს მიერ სხვა ლუქების დაზიანების გარეშე.

ვ. კონტეინერის/ნახევრად ტრაილერის შიგთავსის დაზიანებაზე ან დანაკლისზე, იმპორტის დროს კონტეინერის/ნახევრად ტრაილერის გადმოტვირთვისას გამომგზავნის ლუქის გატეხვის/დაზიანების შემთხვევაში, იმ ლუქის დაზიანების გარეშე, რომელიც მას დაედო გადმოტვირთვის პროცესში.

ზ. დაზიანება, რომელიც გამოწვეულია კონტეინერში. ნახევრად ტრაილერში ტვირთის არასწორი განთავსების ან დამაგრების გამო ( დატვირთვის ოპერაციები ბსსტ-ს გარეთ)

თ. დაზიანებაზე, რომელიც შეინიშნება კონტეინერიდან ჩამოხსნილი მეორადი მანქანების შენახვისა და გაშვების დროს.

ი. ტვირთის დაზიანებასა და დანაკლისზე, რომელიც შეინიშნება კონტეინერის ან ნახევრად ტრაილერის ნაწილობრივი დაცლისას, რომლიდანაც კლიენტის ან მისი სახელით მოქმედი საინსპექციო კომპანიის მიერ გაკეთებული ორიგინალი ლუქი საბოლოოდ მოხსნილია საბაჟოს მიერ.

კ. ამანათების არასათანადო მდგომარეობაზე (საქონლის და პაკეტის დაზიანება, დანაკლისი), რომელიც აღწერილია მიღების დოკუმენტებში და დაზიანება გამოწვეულია სიტუაციიდან გამომდინარე,

ლ. დაზიანება, რომლის განსაზღვრაც მოითხოვს განსაკუთრებულ ტექნიკურ შემოწმებას რომელიც არ ყოფილა დაკვეთილი კლიენტის მიერ.

მ. მანქანების და მათი მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობაზე, თუკი ბსსტ-ში მიღების ოპერაციის დროს მათი დეტალური შემოწმება არ იყო დაკვეტილი.

ნ. მანქანის/ტვირთის ფარულ ტექნიკურ გაუმართაობაზე.

ო. მანქანის ან ტვირთის დაზიანებაზე, რომელიც აღმოჩენილია ბსსტ-დან შენიშვნების გარეშე ჩაბარების შემდეგ.

პ. კლიენიტის მიერ  ბსსტ-ს საინფორმაციო სისტემაში არასწორი ან არასრული ინფორმაციის განთავსებისა და დამკვეთის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის მონაცემებში არსებული შეცდომებით გამოწვეულ შედეგებზე და ასევე ისეთ დაზიანებაზე, რომელიც გამოწვეულია კლიენტის თანამშრომლობის ან კლიენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ.

ჟ. დანაკარგზე, რომელიც გამოწვეულია საზღვაო ან სახმელეთო ტრანსპორტის დაგვიანებით, რაც არ მომხვდარა ბსსტ-ს დაუდევრობით ან განზრახ დარღვევით.

რ. კონტეინერის/ნახევრად ტრაილერის ან ტვირთის დაზიანებაზე, რომელიც ოპერირების დროს ვიზუალურად შეუმჩენველი იყო, მაგრამ აღნიშნულია შენახვის , შემცველობის შემოწმების, განბაჟებისა და მიღების დოკუმენტებში.

ს.ამანათის/პაკეტის/კონტეინერის შიგთავსის მდგომარეობასა და დანაკლისზე დეკლარირებულ ხარისხსა და წონასთან მიმართებაში, თუკი ისინი დაზიანებული არ არის.

ტ.დაზიანებაზე, გამოწვეული ტვირთის ბუნებრივი მახასიათებლების გამო (ფიზიკური, ქიმიური და ა.შ.)

 

 

 V დასკვნითი დებულებები

 

1.შემთხვევები, რომლებიც არ რეგულირდება წინამდებარე წესებით განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსით, საბაჟო კოდექსით, საბაჟო პროცედურების მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით, სანავსადგურე წესებით,  IMDG კოდექსით.

 

2.წინამდებარე წესები შედგენილია ინგლისურ ენაზე და თარგმნილია სხვა ენებზე. ინგლისურსა და თარგმნილ ვერსიებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ვერსიას.

 

 

ჩვენ შესახებ
International Container Terminal Services, Inc. (ICTSI) - ის საქმიანობა მოიცავს საკონტეინერო პორტებისა და ტერმინალების შეძენას, განვითარებას, მართვასა და ოპერირებას მსოფლიოს მასშტაბით.

ICTSI დაარსდა 1987 წლის დეკემბერში, ფილიპინებში და გახდა ლიდერი ოპერატორი, ინოვატორი და პიონერი ამ სფეროში. ფილიპინებში მთავარი საოპერაციო ტერმინალის, მანილას საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის შეძენისა და გაძლიერების შემდეგ, ჩვენთვის ნათელი გახდა ჩვენი მსგავსი დამოუკიდებელი საერთაშორისო სატერმინალო ოპერატორების განვითარების პოტენციალი და დავიწყეთ აგრესიული საერთაშორისო და ადგილობრივი გაფართოების პროგრამა 1994 წელს.

ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია სხვადასხვა საოპერაციო გარემოში სწრაფი ადაპტირება და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ჩვენს მიერ მართული ტერმინალების საქმიანობაში მათი ეფექტურობის გაზრდის მიზნით ყველა საფეხურზე. ჩვენ ასევე დავამტკიცეთ ჩვენი უნარი შევასრულოთ პრივატიზების პროცესის ყველა მოთხოვნა ცენტრალური და რეგიონალური მთავრობების მოლოდინების მიღმა, განვითარებული და განვითარებადი ეკონომიკის პირობებში.

25
წლიანი
გამოცდილება
29
საკონტეინერო
ტერმინალი
21
ქვეყნის
მასშტაბით
BICT თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ტიპის საკონტეინერო, საბორნე და გენერალური ტვირთების ტერმინალი ბათუმის საზღვაო ნავსადგურში, ICTSI ჯგუფის შვილობილი კომპანიაა და თავის მომხმარებელს, თანამედროვე ტექნოლოგიებით, ინფრასრუქტურით, საინფორმაციო სისტემებით და მომზადებული მუშახელით საერთაშორისო დონის 24/7 საპორტო მომსახურებას სთავაზობს.
იხილეთ ჩვენი ლოკაციები
დახურე რუკა