https://cdnweb.bict.ge/s3fs-public/2022-11/BICT_0.png

სერვისები 

საერთო

BICT მართავს და ოპერირებს საკონტეინერო, საბორნე და გენერალური ტვირთების ტერმინალს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში. ბათუმის საზღვაო ნავსადგური, თავისი სტრატეგიული მდებარეობით, წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ სატრანსპორტო სავაჭრო მიმოსვლის კვანძს შავი ზღვის აუზში.

საბორნე

საბორნე და გენერალური ტვირთების ტერმინალი განლაგებულია მე-6 ნავმისადგომზე, სიგრძე - 183 მეტრი, სიღრმე - 8 მეტრი. საბორნე მიმოსვლა ხორციელდება უკრაინის, ბულგარეთის და რუსეთის მიმართულებით.

 

სტრიპინგი

კონტეინერების გახსნა ხორციელდება სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე და მიმდინარეობს მომზადებული მუშახელის გამოყენებით.

გადატვირთვა

კონტეინერების და გენერალური ტვირთის/საპროექტო ტვირთის ჩამოტვირთვა და დატვირთვა. ეფექტურად ხორციელდება კონტეინერებისა და ტვირთის გადატვირთვა ტრანსპორტის მულტიმოდალური საშუალებებიდან.

კამერები

ტერმინალის მთელი ტერიტორია კონტროლდება ვიდეო კამერების საშუალებით 24/7 რეჟიმში. დაცვის თანამშრომლები პატრულირებენ ტერმინალის მთელ ტერიტორიაზე.

ტვირთების დამუშავება

საკონტეინერო ტვირთების სწრაფი და ეფექტური მომსახურება ხორციელდება თანამედროვე ტიპის მაღალტექნოლოგიური მანქანა-დანადგარებისა და საოპერაციო სისტემების გამოყენებით.

საწყობი

საკონტეინერო ეზო: 3.6 ჰექტარი ამჯამად და 13.6 ჰექტარი სრული განვითარების შემდეგ. დახურული საბაჟო საწყობი 625 კვ.მეტრი.

გეზი

გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზი) ახორციელებს ტვირთების განბაჟებას ერთი ფანჯრის პრინციპით. საბაჟო ოფისებისა და ბანკების განლაგება ტერმინალის ტერიტორიაზე ტვირთის სწრაფი განბაჟებისა და გატანის შესაძლებლობას იძლევა.