ბათუმის საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში და ფორვარტერში ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოები განხორციელდა

შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურისა“ და შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ ერთობლივი ძალისხმევით ნავსადგურის აკვატორიაში და ფორვარტერში 2017 წლის თებერვალში დაწყებული ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოები წარმატებით დასრულდა.

აღნიშნული სამუშაოების წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს არა მარტო ბათუმის საზღვაო ნავსადგურის აკვატორიისა და ნავმისადგომების საპროექტო სიღრმეების შენარჩუნებას მრავალი წლების განმავლობაში, არამედ მნიშვნელოვნად ზრდის საოპერაციო შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს მომსახურების კონკურენტულ უპირატესობებს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის ნავმისადგომებზე უკვე შესაძლებელია 11 მეტრი წყალშიგის მქონე  საკონტეინერო გემების მიღება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის როგორც საკონტეინერო ტერმინალის, ასევე მთლიანად ნავსადგურის სატრანსპორტო მნიშვნელობას შავიზღვისპირეთსა და ზოგადად ევროპა-აზიის სატვირთო-სატრანზიტო დერეფანში.

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი გამოთქვამს ჩვეულ მზადყოფნას მაღალხარისხიანი და მაღალეფექტური მომსახურების გაწევისათვის და გისურვებთ წარმატებებს. 

25
Years of
experience
29
Container
Terminals
21
Countries
across the world
BICT is a modern, state of the art container handling, dry bulk handling and ferry facility at the Port of Batumi, GE. Belonging to the ICTSI group, BICT offers world class port services, deploying a leading edge in port technology in equipment, infrastructure and IT systems, and a highly skilled workforce ready to serve clients 24/7
See our locations
Close the map